„ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 29 ნოემბრის N481 განკარგულებით დაიწყო შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯია“-ს ლიკვიდაციის პროცესი. ამავე განკარგულების საფუძველზე ლიკვიდატორად დაინიშნა გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი 19001028319). გთხოვთ იხილოთ ლიკვიდატორის განცხადება.

აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი არ ათავისუფლებს მსესხებლებს აღებული ვალდებულების შესრულებისგან და მსესხებლების ვალდებულებები კომპანიის მიმართ რჩება უცვლელი. სესხის დაფარვა უნდა მოხდეს წინასწარ განსაზღვრული პირობების და ვადების (გადახდის გრაფიკის) შესაბამისად. მსესხებლის მხრიდან სასესხო ვალდებულების დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში კომპანია გამოიყენებს ყველა კანონიერ საშუალებებს სასესხო დავალიანების ამოსაღებად. “